ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი ნიგერში იმყოფება

ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი ნიგერში იმყოფება

1613270
ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი ნიგერში იმყოფება

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი, ნიგერში ახლად არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად ნიგერის რესპუბლიკაში ჩავიდა. ფუათ ოქტაის აეროპორტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიგი რაფინი და სხვა სამთავრობო დელეგაცია დახვდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, მაჰათმა განდის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში გასამართ ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ მთავრობის მაღალჩინოსნებთან პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრებს გამართავს.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიგერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტად მოჰამედ ბაზუმი იქნა არჩეული.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერი , #ფუათ ოქტაი

მსგავსი ინფორმაციები