PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარის მიმართ სამძიმრები გრძელდება

PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარის მიმართ სამძიმრები გრძელდება

1585074
PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარის მიმართ სამძიმრები გრძელდება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდმა, ერაყში გარას რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქისათვის ანკარას სამძიმარი გამოუცხადა.

ენ ლინდმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან საკითხთან დაკავშირებით გზავნილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებას ვუცხადებ იმ თურქეთის მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ტერორისტული აქტის შედეგად ვერაგულლად იქნენ მოკლული. ჩვენ სოლიდარულები ვართ თურქ ხალხთან.“

აღნიშნული ვერაგული ტერაქტი დაგმო უკრაინამაც. საგარეო უწყებამ საკითათან დაკავშირებით თურქულ ენაზე წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ერაყის ჩრდილოეთში ვერაგულად მოკლილი თურქეთის მოქალაქეების ფაქტმა ჩვენში ღრმა მწუხარება გამოიწვია. მეგობარ თურქეთის ხალხს, დაღუპულების ოჯახებს  და მთავრობას სამძიმარს ვუცხადებთ და ვუთანაგრძნობთ.“

მეორეს მხრივ, ანკარაში რუსეთის და დანიის საელჩოებმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს.



მსგავსი ინფორმაციები