თურქეთმა მკაცრად დაგმო მიანმარში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება

თურქეთმა მკაცრად დაგმო მიანმარში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება

1574872
თურქეთმა მკაცრად დაგმო მიანმარში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება

თურქეთმა მკაცრად დაგმო მიანმარში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, მკაცრად გმობენ მიანმარის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს ძალაუფლების ხელში აღებას, რომ თურქეთი ყველა სახის გადატრიალებისა და სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.

”ჩვენ ველოდებით (მიანმარში) დაკავებული ყველა არჩეული ლიდერის, პოლიტიკური მიღვაწის და სამოქალაქო პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას... ჩვენ მოვუწოდებთ მიანმარში ხალხის თავისუფალი ნებით შექმნილი ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და სწრაფად მოიხსნას არჩეული ლიდერების და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ შექმნილი დაბრკოლებები... ვიმედოვნებთ, რომ ეს მძიმე მოვლენა არ გააუარესებს მიანმარში რთულ პირობებში მცხოვრები როჰინჯა მუსლიმების მდგომარეობას.”- აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები