რა საკითხები იქნა განხილული პრეზიდენტის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოზე?

რა საკითხები იქნა განხილული პრეზიდენტის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოზე?

1572571
რა საკითხები იქნა განხილული პრეზიდენტის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოზე?

გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართულ და 2,5 საათს გაგრძელებულ პრეზიდენტის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოზე, ბოლო პერიოდში დასავლურ საზოგადოებებში საგრძნობლად გაზრდილი ქსენოფობიისა და ისლამოფობიის საკითხები იქნა განხილული.

პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, საბჭოს დასრულების შემდეგ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებმა ბოლო პერიოდში  დასავლურ საზოგადოებებში საგრძნობლად გაზრდილი ქსენოფობიისა და ისლამოფობიის საკითხები და ასევე ისლამური სამყაროს ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთი, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დამცავ ცენტრად ასაღებს, რასისტული, დისკრიმინაციული, ბარბაროსული, ისლამოფობიური და ვანდალური ქმედებები საგრძნობლად გაიზარდა.

ფაჰრეთთინ ალთუნი თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, ისლამური სამყაროს ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, ერთიანობაა.



მსგავსი ინფორმაციები