ფაჰრეთინ ალთუნმა ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

ფაჰრეთინ ალთუნმა ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

1500285
ფაჰრეთინ ალთუნმა ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა, თურქეთის საკითხის, ამერიკის შეერთებული შტატების საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა.

ალთუნმა, სოციალურ ქსელში ინგლისურად გავრცელებულ გზავნილში ამერიკელ პოლიტიკოსებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობების საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში გამოყენება არასასიამოვნოა და დაამატა:

"განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებიც ნატოს მოკავშირეები არიან, უნდა მოერიდონ ამგვარ საკითხში დაპირისპირებას. თურქეთის მიმართ ასეთი საქციელი, ხელს ვერ შეუშლის ჩვენს აზერბაიჯანელი ძმების გვერდით დგომას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პოზიცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისია, ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი, რეგიონში არსებულ დაძაბულობას მათ ქვეყანაში არჩევნებისთვის სომხური ლობისგან მხარდაჭერის მისაღებად იყენებს."

ალთუნმა აღნიშნა, რომ თურქეთს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სურს და დასძინა: ”ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანის გვერდით დგომას.”



მსგავსი ინფორმაციები