თურქეთი ტურიზმის სეზონს ხსნის

თურქეთი ტურიზმის სეზონს ხსნის

1418715
თურქეთი ტურიზმის სეზონს ხსნის

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი 28 მაისიდან გაიხსნება. მან ამის შესახებ, ბოდრუმში ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან გარკვეული ქვეყნებიდან საერთაშორისო ტურიზმი  განახლდება. ამავდროულად, დაიწყება რეგულარული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება შუდა ტურიზმს, 28 მაისიდან გაიხსნება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების ფაქტების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომებით მოხდება“, განაცხადა მეჰმეთ ნური ერსოიმ.

მინისტრმა ისიც  დაამატა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა სასტუმროების სასერთიფიკატო პროგრამა სანიტარული და ჰიგიენური უსაფრთხოების თვალსაზრისით.


საკვანძო სიტყვები: #გახსნა , #სეზონი , #ტურიზმი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები