დღეს თურქეთი, ეროვნული პარლამენტის გახსნის 100 წლისთავს ზეიმობს

ეპიდემიის გამო, ზეიმები ადრინდელივით ფართო მასშტაბით არ ჩატარდება

1403832
დღეს თურქეთი, ეროვნული პარლამენტის გახსნის 100 წლისთავს ზეიმობს

დღეს, 23 აპრილს, ეროვნული სუვერენიტეტის, თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტი) გახსნის მეასე საიუბილეო წლისთავი და ბავშვთა დღე ზეიმით აღინიშნება. პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოპი და სამთავრობო დელეგაცია, ეროვნული დიდი კრების გახსნის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, დღეს დილით გვირგვინით შეამკობენ ანკარაში მდებარე ათათურქის მავზოლეუმს-ანითკაბირს, ხოლო შემდეგ შუადღისას მონაწილეობას მიიღებენ ჯერ ძველი, პირველი პარლამენტის, შემდეგ კი საღამოს, პარლამენტის ახლანდელ შენობაში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიალებში და ამ ცერემონიებს მასპინძლობას გაუწევს  თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოპი. საღამოს კი, სპეციალური მიღება ჩატარდება, რაც ფეიერვერკებით და შემდეგ ლაზერული შოუთი დასრულდება.  საღამოს 21:00 საათზემთელი თურქეთი აივნებზე გამოვა დაყველანი  სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებენ. კორონავირუსის ეპიდემიის გამო დღევანდელი ცერემონიები შეზღუდული ფორმით ჩატარდება და ქუჩებსა და მოედნებზე არავითარი საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარდება რა, ეს ზეიმები ეპიდემიის დასრულების შემდგომი პერიოდისათვის გადაიდო



მსგავსი ინფორმაციები