ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა

იგი ბერლინში, ლიბიის სამიტზე იყო მიწვეული

1343640
ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა დაასრულა კონტაქტები ბერლინში, სადაც იგი მონაწილეობას იღებდა ლიბიის კონფერენციაში და სამშობლოში დაბრუნდა. სპეციალური თვითმფრინავი "TRK", რომლის ბორტზეც პრეზიდენტი ერდოღანი და მისი თანმხლები დელეგაცია იმყოფებოდა, თურქეთის დროით 23:50 საათზე დაეშვა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში. ერდოღანს აეროპორტში დახვდნენ ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, სტამბოლის გუბერნატორი ალი ერლიქაია და სტამბულის პოლიციის უფროსი მუსტაფა ჩალიშკანი. ერდოღანთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა მისი თანმხლები დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს (MIT) უფროსი ჰაქან ფიდანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეტინ ალტუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი.



მსგავსი ინფორმაციები