დღეს ლიდერები ანითკაბირს ეწვევიან

საზეიმო მიღებები გაიმართება საპრეზიდენტო კომპლექსშიც და პარლამენტშიც

1261024
დღეს ლიდერები ანითკაბირს ეწვევიან

 

30 აგვისტოს გამარჯვების დღე და თურქეთის შეიარაღებული ძალების შექმნის 97-ე წლის იუბილე, საზეიმო ცერემონიებით აღინიშნება არა მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკაში, არამედ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში და უცხოეთის წარმომადგენლობებშიც. პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი და სხვა მაღალჩინოსნები ანკარაში ანითკაბირს, ე.ი. ათათურქის მავზოლეუმს ეწვევიან და პატივს მიაგებენ დიდი ბელადის ხსოვნას, შემდეგ კი  საპრეზიდენტო კომპლექსში გადავლენ და ერდოღანი აქ მიიღებს მილოცვებს. შუადღის შემდეგ კი პარლამენტში მიღებას გამართავს  მისი თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი



მსგავსი ინფორმაციები