სულეიმან სოილუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

სულეიმან სოილუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1239508
სულეიმან სოილუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ანკარამ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯები რომ არ გადადგას, ევროპის ვერცერთი მთავრობა 6 თვეს ვერ გაუძლებს. მან ამის შესახებ  იზმირში,  სანაპიროს დაცვის დეპარტამენტის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთის სანაპიროს დაცვის დეპარტამენტი მსოფლიო მასშტაბის საქმეს აკეთებს. სოილუმ  არალეგალურ მიგრაციაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „იმ შემთხვევაში, რომ თურქეთს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ასეთი სერიოზული ნაბიჯები  არ გადაედგა, ევროპის ქვეყნების ვერცერთი მთავრობა 6 თვეს ვერ გასტანდა. ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასვლის მსურველი არალეგალების ერთი ნაწილი DEAŞ-ს, მეორე კი PKK-ს უხდის ქრთამს. მათ ვისაც სურს, რომ თურქეთი არალეგალ მიგრანტების თავშესაფრად გადააქციოს,  სერიოზულ საფასურს გადაიხდის. ევროპარლამენტი კი კიდევ თურქეთის წინააღმდეგ კრიტიკით გამოდის. მაშინ როდესაც 150 მიგრანტი შედის მათ ქვეყნებში  და ერთგვარ პანიკაში ვარდებიან. უკეთესი იქნება, თურქეთის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაწეულ სამუშაოებს  მხარი დაუჭირონ. ჩვენ ამით არავის ვემუქრებით. თურქეთი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ სერიოზულ ღონისძიებებს ატარებს რა, ასე რომ არ მოიქცეს, ევროპის ქვეყნების ვერცერთი მთავრობა, 6 თვეს ვერ გასძლებს.“



მსგავსი ინფორმაციები