უნგრეთი თურქეთის გვერდითაა

უნგრეთი თურქეთის გვერდითაა

1064974
უნგრეთი თურქეთის გვერდითაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით თურქეთის გვერდითაა. ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფმა ერდოღანმა პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერდოღანს ასეთი კითხვა დაუსვა: „თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებში კავშირის წევრი ქვეყნებიდან თქვენი მოლოდინი როგორია?“ რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერმინისტრ ბატონ, ვიქტორ ორბანს მადლობას ვუხდი. უნგრეთი, ჩვენი  ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის იდგა თურქეთის გვერდით. 1963 წლის შემდეგ მოლოდინში მყოფი თურქეთი გახლავთ. მსგავსი პოლიტიკა, ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყნის მიმართ არ გატარებულა. არც კის გვეუბნებიან  არც არას. ერთიმეორის მიმართ უფრო გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ უნდა მიგვიღოთ ისიც გვითხარით, თუ არა და ისიც. ნურც ჩვენ დაგვღლით, ნურც თქვენ დაიღლებით. თქვენ თქვენს გზას დაადექით, ჩვენც ჩვენს გზას დავადგებით. ჩემი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გახსნილობა,  სიმკვეთრე და გულწრფელობაა.“



მსგავსი ინფორმაციები