ორბანმა ერდოღანი მიიღო

“უნგრეთის უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირი აქვს თურქეთის უსაფრთხოებასთან“

1064916
ორბანმა ერდოღანი მიიღო

 

უნგრეთში ოფიციალური ვიზით მყოფი თურქეთის პრეზიდენტი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიღო და შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის უსაფრთხოებას პირდაპირი ურთიერთობა აქვს თურქეთის უსაფრთხოებასთან და ნაწილობრივ მასზეცაა დამოკიდებული.

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირი აქვს თურქეთის უსაფრთხოებასთან. ამასთან, თურქეთში სტაბილური მთავრობის არსებობა უნგრეთის უსაფრთხოების გარანტიც არის. ისევე როგორც თურქეთი, უნგრეთიც მიგრაციის მარშრუტზე მდებარეობს. თურქეთის მხრიდან არალეგალური მიგრაციის შეჩერება ჩვენთვისაც და მთლიანად ევროპისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომაც ყველა უნდა მივესალმოთ თურქეთის მხრიდან მილიონობით სირიელი ლტოლვილის შენახვას და ამასთან, ევროკავშირმაც ანკარის წინაშე აღებული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შეასრულოს", განაცხადა ორბანმა



მსგავსი ინფორმაციები