ჩავუშოღლუ: „თურქეთი პალესტინის უფლებებს ყოველთვის დაიცავს“

ჩავუშოღლუმ, აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის საკითხთან დაკავშირებით სტამბოლში განცხადება გააკეთა

969219
ჩავუშოღლუ:  „თურქეთი პალესტინის უფლებებს ყოველთვის დაიცავს“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ პალესტინის და იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ყველა რომც გაჩუმდეს, თურქეთი არ გაჩუმდება. ჩავუშოღლუმ, აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის საკითხთან დაკავშირებით სტამბოლში განცხადება გააკეთა. „აშშ-ს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არასწორია. ამ არასწორი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ერთად დგომაა საჭირო. ბოლო დროს ისლამური სამყარო და განსაკუთრებით არაბული ლიგის ქვეყნებისთვის უნდა განვაცხადო, რომ შესაბამის ნაბიჯს არ დგამენ. ზოგიერთ ქვეყნებს აშშ-სგან ერიდებათ  და პალესტინის საკითხთან დაკავშირებით უკან იხევენ. ვფიქრობ, რომ არაბული სამყაროს პალესტინისადმი დამოკიდებულება,  არასწორი პოლიტიკაა. ისტორია და მუსლიმანები ამ ყველაფერს არ დაივიწყებენ. ზოგიერთი ქვეყნები იორდანიაზე და პალესტინაზე ზეწოლის განხორციელებასაც ცდილობენ. პალესტინის და იერუსალიმის საკითხთან მიმართებაში ყველა რომც გაჩუმდეს, თურქეთი არ გაჩუმდება. ჩვენ,  პალესტინის უფლებებს ყოველთვის დავიცავთ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები