ევროკავშირის ქვეყნების მმართველი პარტიები რასისტულ ენას იყენებენ

ევროკავშირის ქვეყნების მმართველი პარტიები რასისტულ ენას იყენებენ

801092
ევროკავშირის ქვეყნების მმართველი პარტიები რასისტულ ენას იყენებენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მმართველი  პარტიები რასისტულ ენას იყენებენ. მან ამის შესახებ,  სლოვენიაში მიმდინარე მე-12 ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ახალი ხედვა, ახალი რეალობისათვის“ სახელწოდების პანელზე სიტყვით გამოსულმა თურქმა მინისტრმა, გერმანიაში მერკელსა და შულცს შორის გამართულ წინასაარჩევნო დებატებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ შიდა პრობლემებზე მეტად თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანზე გამახვილდა ყურადღება. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყნებში პოპულიზმმა იმატა რა, ამის მიზეზად, რადიკალი პარტიების გაძლიერება და მმართველი პარტიების ძალაუფლების დაკარგვა დაასახელა.  ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიების მხრიდან რასისტული ენის გამოყენების მიზეზი, დაკარგული ხმების ხელმეორედ მოპოვებაა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი, მათი მთავარი სტრატეგიაა.



მსგავსი ინფორმაციები