მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2021

"საჯდომი ნერვის ანთება"

1738173
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2021

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 13-2021

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, არის საჯდომი ნერვის ანთება.

საჯდომის ნერვი ყველაზე გრძელი ნერვია სხეულში. თუ ნერვი გარკვეულწილად დაზარალდება, ეს იწვევს სერიოზულ ტკივილს, განსაკუთრებით ზურგსა და ფეხებში, თუმცა ტკივილი სხეულის ქედა ნაწილში გავრცელებას განაგრძობს.

თავიდან დისკომფორტი დროდადრო მოდის და მიდის, მაგრამ შემდეგ ჩივილები შეიძლება გახშირდეს.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი რეკომენდაციები საჯდომი ნერვის ანთებისთვის:

რძის, თაფლისა და ნივრის ნაზავი

თქვენ შეგიძლიათ ამ ნაზავით ტკივილი შეიმსუბუქოთ.

ჯერ რძე, თაფლი, ნიორი შეურიეთ და მოამზადეთ დასალევი.

ეს ნაზავი ეფექტურია საჯდომი ნერვის ანთების ტკივილის შესამსუბუქებლად.

რეკომენდირებულია მათ, ვისაც ეს ტკივილი დიდია ხნია აწუხებს, რეგულარულად მიიღონ ნაზავი.

სამკურნალო პიტნის ეთერზეთი

პიტნის ზეთი საჯდომი ნერვის ანთების მკურნალობის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა. ნატურალური პიტნის ზეთი, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რეკომენდებულია აღნიშნული ტკივილის დროს.

პიტნის ზეთის ეფექტის მისაღებად კვირაში ორჯერ უნდა წაისვათ კისრიდან ფეხებამდე და მასაჟის შეიზილოთ.

როცა ტკივილს გრძნობთ, არ დაგავიწყდეთ ორგანული პიტნის ზეთის წასმა ფეხებზე.

ამ სასარგებლო ზეთს, რომელიც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, შეუძლია შეგიმსუბუქოთ საჯდომი ნერვის ანთებით გამოწვეული ტკივილი.

მცენარე კრაზანას ზეთი

შეგიძლიათ გამოიყენოთ კრაზანას ზეთი, რომელსაც აქვს ანთების გაწმენდის ეფექტი, იმ დღეებში, როცა საჯდომი ნერვის ტკივილი გაქვთ.

როცა ფეხებში დაღლილობა და ტკივილი იგრძნობა, რეკომენდებულია ფეხის მიდამოში კრეზანას ზეთის წასმა.

ამ ზეთის რეგულარული გამოყენება ეფექტურია საჯდომი ნერვის ანთების ტკივილის დროს.

ხახვი

საშუალო ზომის ხახვი გაჭერით შუაზე და გამოიყენეთ ორივე, შეიზილეთ მუხლებიდან ტერფამდე.

ხახვი ეფექტურია ფეხების ტკივილის დროს, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით.

წასმიდან 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ფეხები დაიბანოთ, რადგან ხახვის სუნმა შესაძლოა შეგაწუხოთ.

კომბოსტოს ფოთლები

კომბოსტოს ფოთლები საჯდომი ნერვის ანთების ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებული ერთ-ერთი მცენარეული მეთოდია.

სათითაოდ აიღეთ კომბოსტოს ფურცლები და მოხარშეთ ცხელ წყალში.

თბილი კომბოსტოს ფოთლები შემოიხვიეთ ფეხებზე და გაიჩერეთ.

ამის წყალობით სისხლის მიმოქცევა დაჩქარდება და ტკივილი დაცხრება.

სეზამის ზეთი და ჯანჯაფილის ფხვნილი

ჯანჯაფილი ერთ-ერთი პირველი მცენარეული მეთოდია, რომელიც გვახსენდება ტკივილის დროს.

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ჯანჯაფილი 2 სუფრის კოვზ სეზამის ზეთს.

მიღებული კრემის ნაზავი მუხლებიდან წვივებამდე წაისვით და შეიზილეთ.

ტკივილი მალე შემცირდება.

თეთრი ფითრი

საჯდომი ნევრის ანთების ტკივილს აყუჩებს ასევე თეთრი ფითრი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილია და ცნობილია თავისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.

1 ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ თეთრი ფითრი და დააყენეთ.

გაგრილებული მასა საჯდომი ნევრის ანთების არეში პირსახოცის დახმარებით წაისვით და პირსახოცი გაიჩერეთ.

ეს მეთოდი შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე სცადოთ.

ხმელი ალუბლის ყუნწი:

დაახლოებით 35 ხმელი ალუბლის ღერო ჩაყარეთ ერთ ჭიქა წყალში და ადუღეთ 4-5 წუთის განმავლობაში. ხუთი წუთის შემდეგ დაამატეთ მწიკვი (ხუთი-ათი გრამი) ჭინჭარი და ერთად ადუღეთ კიდევ 5 წუთი. დალიეთ გაგრილებული ერთი კვირის განმავლობაში დილით და საღამოს.

ცხელი წყლის სათბურა ან გამათბობელი ბალიშები  ამცირებს ტკივილს წელის არეში გამოყენებისას.

ვისაც არ სურს გამათბობელი ბალიშების გამოყენება, ასევე შეუძლია მიიღოს ცხელი აბაზანა, რადგან სითბო ამშვიდებს კუნთებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

ვარჯიში:

საათობით ჯდომა, მაგიდასთან მუშაობა და ტელევიზორის ყურება სამწუხაროდ ზრდის დისკის ჩამოცურვის რისკს და იწვევს წელის ტკივილს. ვარჯიში გამოიყენება საჯდომი ნერვის ანთების მკურნალობის უმეტესობაში და ეს ნაზი იზომეტრიული ვარჯიშები და გაჭიმვები გაზრდის თქვენს ძალას და შეამცირებს ტკივილს ფეხებსა და ხერხემალში.

თავიდან ჯდომის ნაცვლად, შეგიძლიათ მცირე დროით ფეხით იაროთ, ახვიდეთ კიბეებზე და ჩამოხვიდეთ და ყოველდღე გაზარდოთ ფეხით გასავლელი მანძილი. ასევე დაგეხმარებათ დროდადრო ჯდომის პოზიციის შეცვლაც.

პროგრამა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ.



მსგავსი ინფორმაციები