შოლცი: "თურქეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია"

შოლცი: "თურქეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია"

2129618
შოლცი: "თურქეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია"

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი იყო.

ოლაფ შოლცმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტზე გერმანიის ინიციატივით თურქეთთან ურთიერთობები  განიხილეს.

მისივე თქმით, სამიტზე დეტალურად განიხილეს კავშირების განვითარება და დაამატა: "თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ადვილი არ არის. ეს ეხება ბევრ საკითხს, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვიხილოთ. ამიტომ გვჭირდება წინსვლის პერსპექტივა. კარგი თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია“.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით ეხება საბაჟო კავშირის განვითარების, მოდერნიზაციის და მათთვის მნიშვნელოვანი მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობას.

შოლცმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ წამოიწყონ ინიციატივები კვიპროსის საკითხის გასაუმჯობესებლად, ამიტომ ისინი მოუწოდებენ გაეროს ხელმძღვანელობით მედიაციის მოლაპარაკებების განახლებისკენ და რომ ეს საკითხი აქ სიღრმისეულად იქნა განხილული.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #გერმანია , #ოლაფ შოლცი

მსგავსი ინფორმაციები