ავიაკატასტროფა რუსეთში

ავიაკატასტროფა რუსეთში

2129587
ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსეთში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Tu-22M3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი დილით სტავროპოლის რეგიონში ჩამოვარდა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ბომბდამშენზე მყოფი ოთხი პილოტი გადახტა, რომელთაგან სამი მათგანი გადაარჩინეს, ხოლო მეოთხე პილოტის ძებნა გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა რუსეთში

მსგავსი ინფორმაციები