ავღანეთში დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

ავღანეთში დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

2129529
ავღანეთში დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

ავღანეთის დიდ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 70-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

კატასტროფების ეროვნული სააგენტოს პრესსპიკერმა ჯანან საექმა განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

საექმა აღნიშნა, რომ 2500-ზე მეტი სახლი დაინგრა ან დაზიანდა, 2000-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა და 95 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას დიდი ზიანი მიადგა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაკეთა გაფრთხილება, რომ ნალექი კიდევ ოთხი დღეა მოსალოდნელი.

ავღანეთში წყალდიდობა, რომელიც ხდება ზამთრის თვეებში თოვლის დნობის შედეგად დათბობის გამო, ძლიერი წვიმა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები