აშშ-ს და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენის 5 ქალაქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს

აშშ-ს და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენის 5 ქალაქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს

2090508
აშშ-ს და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენის 5 ქალაქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს

ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენის 5 ქალაქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე გახდა ქალაქები სადა, ზიმარი, ჰუდეიდე, ტაიზი და ბეიდა.

თავდასხმების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იემენის ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე გახდა ამერიკული ხომალდი "Ginco Picardie" ადენის ყურეში "პირდაპირი დარტყმით სათანადო საზღვაო რაკეტებით".

ჰუსიტების დაქვემდებარებაში მყოფი იემენის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ არ მოვერიდებათ თავს დავესხათ ყველა საფრთხის წყაროს არაბეთის ზღვასა და წითელ ზღვაში, იემენის კანონიერი თავდაცვის უფლების ფარგლებში და ჩაგრული პალესტინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებით“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამერიკისა და ბრიტანეთის თავდასხმებზე პასუხი გარდაუვალი იყო და ახალი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ და დაუსჯელი".

წითელ ზღვაში განხორციელებული თავდასხმების გამო აშშ-ს ხელისუფლებამ ხელახლა შეიყვანა „უცხო ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში ანსარალას მოძრაობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰუსიტები იემენში.

იემენის ჰუსიტებმა, რომელთაც მხარს უჭერს ირანი, ისრაელის ღაზაზე თავდასხმებზე რეაქციის მიზეზით, 31 ოქტომბერს იემენის ღია წყლებში ისრაელის კომპანიებთან დაკავშირებული სავაჭრო გემების დაკავება, ზოგიერთებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა დაიწყეს.

აშშ-ს ძალებმა განაცხადეს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ჩამოაგდეს იემენიდან გასროლილი რაკეტები და კამიკაძე დრონები.

ჰუსიტების ქმედებების შემდეგ ბევრმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა შეეჩერებინა თავისი რეისები წითელ ზღვაში.

გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 პროცენტი ხორციელდება სუეცის არხის გავლით, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან და გვთავაზობს უმოკლეს გზას ევროპასა და აზიას შორის.


საკვანძო სიტყვები: #დიდი ბრიტანეთი , #იემენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები