სომალიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სომალიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

2067402
სომალიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სომალიში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ბოლო მონაცემებით 53-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1,5 მილიონი ადამიანი დაზარალდა და 5 ათას ადამიანს სახლების დატოვება მოუწია.

სომალის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს (SONNA) ცნობით, ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში მდინარეების ადიდებამ გზები და მრავალი საცხოვრებელი სახლი დატბორა.

ამავე ინფორმაციით, მრავალი ადამიანი წყალდიდობასთან დაკავშირებული ეპიდემიებისა და საკვების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას.

ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

თავის მხრივ, ადგილობრივმა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გააძლიერეს მუშაობა რეგიონში საკვებისა და თავშესაფრის დახმარების მიწოდების მიზნით.

ცნობისათვის, სომალი და კენია, რომლებმაც განიცადეს ყველაზე ძლიერი გვალვა ბოლო წლების განმავლობაში, კლიმატის ცვლილებისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან.



მსგავსი ინფორმაციები