პოლონეთმა HIMARS-ის პირველი პარტია მიიღო

პოლონეთმა HIMARS-ის პირველი პარტია მიიღო

1986830
პოლონეთმა HIMARS-ის პირველი პარტია მიიღო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) პირველი პარტია ქვეყანაში უკვე ჩავიდა.

ბლაშჩაკმა დედაქალაქ ვარშავაში HIMARS-ის მიღების ცერემონიაზე შეფასებები გააკეთა.

ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ აშშ-დან მიღებული პირველი პარტია ქვეყნის ჩრდილოეთში, რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე განლაგდება. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალი HIMARS-ის მიწოდებაზე.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ოფიციალური ვარშავა HIMARS-ის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.



მსგავსი ინფორმაციები