ტუნისში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ტუნისში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

1976737
ტუნისში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ტუნისის სამხრეთ სანაპიროსთან არალეგალური მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი გაუჩინარდა, 4 კი გადაარჩინეს.

ტუნისის ეროვნული უსაფრთხოების ძალების პრესსპიკერმა ჰუსამედდინ ალ-ჯაბაბლიმ ჩაძირული ნავის შესახებ სოციალური მედიის ანგარიშიდან წერილობითი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მეთევზეებმა აღმოაჩინეს ჩაძირული ნავი, რის შემდეგაც უსაფრთხოების ძალებს შეატყობინეს. ჩატარებული ოპერაციის შედეგად 4 არალეგალი მიგრანტი გადარჩენილ იქნა, ხოლო გაუჩინარებული 15 არალეგალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისათვის, ტუნისში მიმდინარე წლის 3 თვეში 27 ათასზე მეტი ემიგრანტი დაიჭირეს.

ტუნისის ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა 7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ 1 იანვრიდან 31 მარტამდე ტუნისის მახლობლად ჩატარებული ოპერაციების დროს აღკვეთეს 900 არალეგალური მიგრაციის მცდელობა და დაიჭირეს 27 ათასზე მეტი არალეგალური მიგრანტი. არალეგალები ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან არიან.



მსგავსი ინფორმაციები