ფინეთი რუსეთის საზღვარზე ბარიერს ააგებს

ფინეთმა გამოაცხადა, რომ იმატრას გადასასვლელი პუნქტის ორივე მხარეს დაიწყო მუშაობა სამი კილომეტრის სიგრძის ღობის მშენებლობაზე

1953262
ფინეთი რუსეთის საზღვარზე ბარიერს ააგებს

ფინეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის საზღვარზე მდებარე იმატრას გადასასვლელი პუნქტის ორივე მხარეს დაიწყო მუშაობა სამი კილომეტრის სიგრძის ღობის მშენებლობაზე.

ფინეთის სასაზღვრო დაცვის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ბარიერის გამოყენება საპილოტე ეტაპზეა.

განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ სამუშაოები ტყის გაწმენდით გუშინ დაიწყო, აღნიშნულია: „იმატრას გადასასვლელის ორივე მხარეს სამკილომეტრიანი ღობის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. მარტში დაიწყება გზის მშენებლობა და ღობეების აღმართვა. შემდეგ აშენდება ტექნიკური მეთვალყურეობის სისტემა. საპილოტე ეტაპი, სავარაუდოდ, დასრულდება ივნისის ბოლომდე“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული პროექტისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები 70-კილომეტრიანი ბარიერის მშენებლობას მოხმარდება.



მსგავსი ინფორმაციები