ჰულუსი აქარი ხალიდ ალ-მიშრისს შეხვდა

ჰულუსი აქარ-ბენ უოლასს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1868839
ჰულუსი აქარი ხალიდ ალ-მიშრისს შეხვდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ლიბიის უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ხალიდ ალ-მიშრის შეხვდა.

სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ანკარაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროში შედგა.

შეხვედრაზე, ჰულუსი აქარმა და ალ-მიშრიმ ლიბიაში არსებული ბოლო მდგომარეობა და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

მეორეს მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ, ბენ უოლასს  ტელეფონით ესაუბრა. სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს, ორმხრივი და რეგიონული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები