კომპანია „Baykar“ უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“ უფასოდ გადასცემს

კომპანია „Baykar“ უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“ უფასოდ გადასცემს

1848948
კომპანია „Baykar“ უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“ უფასოდ გადასცემს

თურქული საავიაციო კომპანია „Baykar“-ი, უკრაინას 3 შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“, უფასოდ გადასცემს.

Baykar-ი Twitter-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ კამპანია „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვდა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად 3 უპილოტო საფრენი აპარატის შესასყიდად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. პატრიოტი უკრაინელი ხალხის სურვილმა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და სოლიდარობის სულისკვეთებამ ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ კომპანია „Baykar“-ი, უკრაინელებს უსასყიდლოდ გადავცემთ 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“. როგორც „Baykar“, ჩვენ პატივისცემით ვაცხადებთ, რომ გვინდა საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა და ვლოცულობთ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.  


საკვანძო სიტყვები: #დაგაცემა , #საჩუქარი , #Bayraktar TB2 , #უკრაინა , #Baykar

მსგავსი ინფორმაციები