ციხეში მომხდარი არეულობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

1824534
ციხეში მომხდარი არეულობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობის დროს, ბოლო მონაცემებით 43 პატიმარი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი გაიქცა. არეულობა ქალაქ სანტო დომინგოს ბელავისტას ციხეში გუშინ დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკება მოხდა, რასაც არეულობა მოჰყვა, შედეგად კი ბოლო მონაცემებით 43 პატიმარი დაიღუპა, 100-ზე მეტმა მსჯავრდებულმა კი გაქცევა მოახერხა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიციო კასტილომ განაცხადა, რომ 112 პატიმრის გაქცევა უშიშროების ძალების ზომების წყალობით აღიკვეთა რა, გაქცეულების დასაკავებლად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო.

ცნობისათვის, ეკვადორში დაახლოებით 39 ათასი პატიმარი და მსჯავრდებულია 30 ათასი ტევადობის 65 ციხეში. ციხეებში ბანდებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება. მსგავსი ფაქტები კი ხშირად სიკვდილიანობით სრულდება.

გასული წლის შემდეგ ქვეყანაში ბანდებს შორის დაპირისპირებას 400-ზე მეტი პატიმარის სიცოცხლე შეეწირა.


საკვანძო სიტყვები: #არეულობა , #ციხე , #ეკვადორი

მსგავსი ინფორმაციები