იაპონია „ომიკრონის“ წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

იაპონია „ომიკრონის“ წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

1740004
იაპონია „ომიკრონის“ წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

იაპონია, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის (კოვიდ-19) ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ წინააღმდეგ სასაზღვრო ზომები გაზარდა. სააგენტო Kyodo-ს ცნობით, მთავრობამ აფრიკის ქვეყნებიდან მოზამბიკი, მალავი და ზამბია იმ ქვეყნების სიაში დაამატა, რომლებზეც უფრო მკაცრი ზომები იქნება კოვიდ-19-ის ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული. ამავე ინფორმაციით, მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათიდან საზღვრები დაიკეტება ყველა უცხოელისთვის. ზემოთ ხსენებული ქვეყნებიდან იაპონიაში ჩასული მგზავრები გარკვეულ ობიექტებში წინასწარ 10 დღით კარანტინში იქნებიან და ამ პერიოდის მე-3, მე-6 და მე-10 დღეს ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

შეგახსენებთ, რომ ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა, აღნიშნული კოვიდ-19-ის ვარიანტის წინააღმდეგ  სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა აკრძალა.

ისრაელმა, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის საწინააღმდეგოდ, ყველა უცხოელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდა კომიტეტის განსაკუთრებული დამტკიცებისა.



მსგავსი ინფორმაციები