უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს საჭირო მხარდაჭერას გაუწევენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს საჭირო მხარდაჭერას გაუწევენ

1713749
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს საჭირო მხარდაჭერას გაუწევენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 8 წლის შემდეგ თავის ქვეყანაში დაბრუნებული და დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება.

კულებამ ტელეკომპანია „დომ“-ის ჟურნალისტთან  საუბრისას თქვა, რომ სააკაშვილი მათი მოქალაქეა და ამიტომ მას ყველა საჭირო დახმარება გაეწევა.

"ჩვენ დავიცავთ უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომელსაც პრობლემა შეექმნება."- განაცხადა კულებამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 წლის შემდეგ დაბრუნდა თავის ქვეყანაში, დაკავებულია.

სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის 4 დეკემბერს ჩამოერთვა. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დააარსა პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ოპოზიციაში იყო.

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს, თუმცა გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა აღუდგინა.

მიხეილ სააკაშვილი 2020 წლიდან დღემდე უკრაინის ეროვნული რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.



მსგავსი ინფორმაციები