ინდონეზიის ციხეში ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის ციხეში ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1704344
ინდონეზიის ციხეში ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ინდონეზიაში ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 41 მსჯავრდებული დაიღუპა.

ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამინისტროს ციხეების დეპარტამენტის პრესსპიკერის, რიკა აპრიანტის განცხადებით, მომხდარის შედეგად 39 პატიმარიც დაშავდა C ბლოკში გაჩენილ ხანძრის შედეგად, სადაც ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პატიმრები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი დროით 01:00 საათზე გაჩენილი ხანძარი მთლიანად ჩაქრა რა, ასობით ჯარისკაცი და პოლიცია გაგზავნეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის კონტროლის აღების მიზნით.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ინდონეზიის ციხეებში, სადაც შესაძლებლობებზე მეტია მსჯავრდებულების რაოდენობა, ხშირია არეულობის და გაქცევის ინციდენტები.

მთავრობის მიერ სექტემბერში გავრცელებული მონაცემებით, ციხეში, რომელიც 1225 პატიმარზეა გათვლილი, 2 000 პირი იხდიდა სასჯელს.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ციხე , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები