იაპონიის პრემიერ-მინისტრი: „არანაირი კავშირი კოვიდ-19-ის შემთხვევებსა და ოლიმპიურ თამაშებს შორის“

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: „არანაირი კავშირი კოვიდ-19-ის შემთხვევებსა და ოლიმპიურ თამაშებს შორის“

1682690
იაპონიის პრემიერ-მინისტრი: „არანაირი კავშირი კოვიდ-19-ის შემთხვევებსა და ოლიმპიურ თამაშებს შორის“

იაპონია აცხადებს, რომ თითქოს და ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევებმა მოიმატა, სიმართლეს არ შეესაბამება.

პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის 23 ივლისს გახსნილ ტოკიოს ოლიმპიადასა და კოვიდ-19-ის ზრდის რეკორდულ მაჩვენებლებს შორის ვერ ხედავს კავშირს.

შეგახსენებთ, რომ  იაპონიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსის შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ დღეში, პირველად გაიზარდა 10,000-ზე მეტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 15 ათას 188-მდე გაიზარდა, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 904 ათას 36-მდე. ინტენსიური თერაპიის სერვისებში კი 539 ადამიანი მკურნალობს.



მსგავსი ინფორმაციები