ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად, ახალი, ოთხთა პლატფორმა შეიქმნა

ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად, ახალი, ოთხთა პლატფორმა შეიქმნა

1676441
ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად, ახალი, ოთხთა პლატფორმა შეიქმნა

ავღანეთში სამშვიდობო პროცესისა და კონფლიქტის შემდგომი მოგვარების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების, უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის სახით ოთხთა პლატფორმა შეიქმნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა, ავღანეთის საგარეო საქმეთა, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ავღანეთში, აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართეს. განცხადებაში იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ ოთხთა პლატფორმის მიზანი, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაა.



მსგავსი ინფორმაციები