მდინარე დუნაიზე ჩაძირული გემის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

15 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

1214362
მდინარე დუნაიზე ჩაძირული გემის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიზე   ტურისტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.  უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მათ მდინარიდან კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს რა, მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მათივე განცხადებით, 15 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მდინარე დუნაიზე ჩაძირული ნავიდან ამ დრომდე 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამხრეთ კორეიდან  და ავსტრიიდან  ჩასული სპეციალისტებიც არიან ჩართული. მდინარე დუნაიზე 29 მაისს ჩაძირულ ტურისტულ გემში 33  სამხრეთ კორეელი ტურისტი და 2 უნგრელი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები