აშშ რუსეთთან ბირთვულ იარაღზე მიღწეულ შეთანხმებას ტოვებს

აშშ-ს, რუსეთს, ევროპის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის შეთანხმებას საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, 1987 წლის მოეწერა ხელი

1072540
აშშ რუსეთთან ბირთვულ იარაღზე მიღწეულ შეთანხმებას ტოვებს

აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. მან ამის შესახებ ნევადაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. „ჩვენ ამ იარაღის შექმნა მოგვიწევს. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს,“ განაცხადა ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი და ჩინეთი, აშშ-სთან ახალი შეთანხმებით არ მივლენ, მაშინ ამერიკა თავის იარაღს თვითონ აწარმოებს. აშშ-ს, რუსეთს, ევროპის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის შეთანხმებას საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ,  1987 წლის მოეწერა ხელი. აშშ-ს და რუსეთი ერთიმეორეს აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს.



მსგავსი ინფორმაციები