ჩინეთში 4 ბინა ჩამოინგრა

დაიღუპა 22 კაცი

587441
ჩინეთში  4 ბინა ჩამოინგრა

ჩინური საინფორმაციო სააგენტო შინხუა იტყობინება, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ძიძიანგის პროვინციის ქალაქ ვინკოში გუშინ დილით ერთმანეთთან შეერთებული 4 ბინა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 22 კაცი დაიღუპა.

ამავე ცნობით მაშველებმა შესძლეს 6 დაშავებული კაცის გამოხსნა და ისინი საავადმყოფოებში გადააგზავნეს.

პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

დანგრეული ბინები 1970 წელსაა აშენებული, თუმცა მათი დანგრევის მიზეზი შემდგომში მიშენებული სართულები გამხდარა  



მსგავსი ინფორმაციები