TRT World Forum-ი გლობალურ პანდემიას და ვაქცინის დიპლომატიას განიხილავს

TRT World Forum-ი გლობალურ პანდემიას და ვაქცინის დიპლომატიას განიხილავს

1590045
TRT World Forum-ი გლობალურ პანდემიას და ვაქცინის დიპლომატიას განიხილავს

"გლობალური პანდემია და ვაქცინაციის დიპლომატია" იქნება განხილული TRT World Forum-ის ციფრული დისკუსიის სერიაში, სახელწოდებით "გლობალურ პანდემიაში ახალი დინამიკა."

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ TRT World Forum-ისა და TRT World Citizen-ის თანამშრომლობით გასამართი შეხვედრის მოდერატორი იქნება მარმარას უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის ლექტორი და TRT-ს მსოფლიო კვლევის ცენტრის უფრსი წევრი თალიპ ქუჩუქჯანი.

შეხვედრაში, რომელზეც განხილული იქნება კოვიდ -19-ის გავლენა გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ასევე ვაქცინაციის დიპლომატიის წარმოშობა, ვაქცინების ნაციონალიზმი და ვაქცინების კონკურენციის შედეგები, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თურქეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების პროექტის კოორდინატორი ირშად ალი შაიხი, ექსტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კლინიკის უფროსი ლექტორი ბჰარატ პანხანია და აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე, აჰმედ ოგველ ოუმა.

შეხვედრა დღეს საღამოს დაიწყება 20.00 საათზე თურქეთის დროით და მას შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ TRT World Forum-ისა და TRT World Citizen-ის სოციალური ქსელის ანგარიშებით.



მსგავსი ინფორმაციები