საუდის არაბეთის პირველი ოპერის პრემიერა დედაქალაქ ერ-რიადში შედგა

საუდის არაბეთის პირველი გრანდიოზული ოპერის პრემიერა დედაქალაქ ერ-რიადში შედგა

2133426
საუდის არაბეთის პირველი ოპერის პრემიერა დედაქალაქ ერ-რიადში შედგა

საუდის არაბეთის პირველი გრანდიოზული ოპერის პრემიერა დედაქალაქ ერ-რიადში შედგა.

ოპერა სახელწოდებით "ზარქა ალ იამამა", რომელიც წარმოდგენილი იქნა მეფე ფაჰადის სახელობის კულტურულ ცენტრში, მოგვითხრობს ტომის მეთაურზე, რომელსაც ჰქონდა მომავლის განჭვრეტის უნარი პრეისლამურ არაბეთში. ნაწარმოების არაბული ტექსტი დაწერა საუდელმა პოეტმა სალეჰ ზამანანმა, მუსიკა კი ავსტრალიელ კომპოზიტორს ლი ბრედშოუს ეკუთვნის.

ბრიტანელმა ხელოვანმა მეცო სოპრანო დემი სარა კონოლიმ, რომელიც ასრულებს მთავარ როლს ოპერაში, განაცხადა, რომ ძალიან ღელავდა არაბულ ენაზე სიმღერის გამო და თვეების განმავლობაში ცდილობდა ამ ენის შესწავლას.

მსახიობთა კადრიდან ცხრა მთავარი როლიდან სამი საუდის არაბეთში დაბადებულმა ოპერის მომღერლებმა შეასრულეს.


საკვანძო სიტყვები: #პრემიერა , #ოპერა , #საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები