19 დეკემბერი ისტორიაში

19 დეკემბერი ისტორიაში

1548089
19 დეკემბერი ისტორიაში

1957 წლის 19 დეკემბერს NATO-ს პარიზის სამიტზე სსრკ-ს საფრთხეების გაზრდის გამო აშშ-ის ევროპის ქვეყნებში ბირთვული რაკეტების განთავსებაზე თანხმობა განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებით, ფედერალური გერმანიის თაოსნობით ევროპის ქვეყნებში, აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზების შეექმნა დაიწყო.

1987 წლის 19 დეკემბერს ბულგარეთიდან გამოქცეული და თურქეთს თავშეფარებული ნაიმ სულეიმანოღლუ პირველად გავიდა თურქეთის სახელით საერთაშორისო რესპუბლიკური ტურნირზე ძალოსნობაში. სულეიმანოღლუმ აკვრაში, ატაცში და მთლიანობაში მისი მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა.

1992 წლის 19 დეკემბერს 24 ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, სომალის გამძლავრებული შიდა კონფლიქტის გამო „იმედის ოპერაცია“ დაიწყო. ოპერაცია, რომელსაც თურქეთმა ჯერ პოლიტიკური და შემდეგ სამხედრო მხარდაჭერა გაუწია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჭერქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა სომალელი გენერლის აიდიდის სამაი მაღალი რანგის დამხმარის დასაკავებლად ჩატარებულ ოპერაციაში 17 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 77 დაიჭრა, ერთი კი ტყვედ ჩავარდა. მომხდარის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები სომალიდან გავიდოდნენ.


საკვანძო სიტყვები: #19 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები