თურქული პრესა 29.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1681925
თურქული პრესა 29.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წუხელ, საქარიას შავი ზღვის საბადოების ველზე, პირველი გაზის დაწვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: "შავი ზღვის გაზის ათვისებით ჩვენ შევამცირებთ ჩვენს დამოკიდებულებას უცხოურ წყაროებზე. დიდი ძალისხმევა იხარჯება გაზის პირველი ფაზის,  2023 წლამდე ასათვისებლად. ამ მიზნით მომავალ წელს, შავი ზღვის ფსკერზე 169 კილომეტრი სიღრმის მილს ჩავიყვანთ და ეს იქნება ზღვის ფსკერთან ყველაზე ღრმა კავშირი მთელს მსოფლიოში.”

Star-ი წერს, რომ ნაღმების გამწმენდი მექანიკური მოწყობილობა (MEMATT), რომელიც წარმოებულია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შვილობილი კომპანია ASFAT–ის მიერ,  აზერბაიჯანის შემდეგ ახლა ექსპორტზე გადის ბურკინა ფასოში. ამრიგად, ASFAT–მა ამით თავისი პროდუქციის პირველი ექსპორტი განახორციელა აფრიკის კონტინენტზე

"დიდი წარმატება თურქეთისგან", ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპული ელექტროენერგიის სამეცნიერო ცენტრ Ember-ის მიერ ლონდონში ჩატარებულ შეკრებზე გამოქვეყნებული  ანგარიშის თანახმად, რომელიც მოიცავს ამ წლის პირველ ნახევარს, თურქეთში, ქარისა და მზის ენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში 13 პროცენტამდე გაიზარდა. ამავე ანგარიშით თურქეთმა, ამ წარმატების შედეგად, ქარისა და მზისგან წარმოებული ელექტროენერგიით, ევროპის ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზე გადაინაცვლა

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის ავიაკომპანია THY, ყოველდღიური 1323  ფრენით, ევროპაში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო  კიდევ ერთი თურქული კომპანია Pegasus-ი კი მე–8 ადგილზე

Habertürk-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ანტალიის მახლობელ ანტიკურ ქალაქ პატარაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს საკვების ნარჩენები, რომლებიც ეკუთვნის 2300 წლის წინანდელ თევზის ძვლებს



მსგავსი ინფორმაციები