2022 წელს მსოფლიოში  დღეში 1 მილიარდ ულუფაზე მეტი საკვები გადაიყარა

2022 წელს მსოფლიოში  დღეში 1 მილიარდ ულუფაზე მეტი საკვები გადაიყარა

2121700
2022 წელს მსოფლიოში  დღეში 1 მილიარდ ულუფაზე მეტი საკვები გადაიყარა

დადგინდა, რომ 2022 წელს მსოფლიოში  დღეში 1 მილიარდ ულუფაზე მეტი საკვები გადაიყარა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამამ (UNEP) „ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღეს“ გამოაქვეყნა 2024 წლის მოხსენება სურსათის ნარჩენების ინდექსის შესახებ  შესახებ“.

მის მიხედვით, 2022 წელს გადაიყარა 1,05 მილიარდ ტონაზე მეტი საკვების ნარჩენი, რაც უდრის 132 კილოგრამს ერთ ადამიანზე და მსოფლიოში მოხმარებული საკვების 1/5-ს.

მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 783 მილიონი ადამიანი შიმშილს ებრძვის და მსოფლიოს 1/3 სასურსათო დაუცველობის წინაშეა, 2022 წელს მსოფლიოში დღეში 1 მილიარდზე მეტი ულუფა საკვები გადაიყარა.

საკვების ნარჩენები წლიური სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5-ჯერ აღემატება საავიაციო ინდუსტრიას. ნარჩენების ღირებულება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის UNEP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგერ ანდერსენმა, რომლის მოსაზრებებიც შეტანილია ანგარიშში, თქვა: „თუ საკვების გადაყრა ასე გაგრძელდება მთელ მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი მშიერი დარჩება“.

ანდერსენმა განაცხადა, რომ საკვების ნარჩენები ასევე უარყოფითად მოქმედებს კლიმატზე და გარემოზე და მოუწოდა ქვეყნებს ხელი შეუშალონ ამ სიტუაციას.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #UNEP

მსგავსი ინფორმაციები