ანკარა-ბაღდად-დოჰა-აბუ-დაბს შორის „განვითარების გზის პროექტის“ მემორანდუმს მოეწერა ხელი

ანკარა-ბაღდად-დოჰა-აბუ-დაბს შორის „განვითარების გზის პროექტის“ მემორანდუმს მოეწერა ხელი

2130861
ანკარა-ბაღდად-დოჰა-აბუ-დაბს შორის „განვითარების გზის პროექტის“ მემორანდუმს მოეწერა ხელი

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ეგიდით, ერაყს, თურქეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივ მემორანდუმს „განვითარების გზის პროექტში“ თანამშრომლობის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტით ერაყში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანმა და სუდანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ერაყის მხრიდან, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ერაყში აკრძალულ ორგანიზაციად გამოცხადებას.

„ამ დროს მე ჩემს მოპასუხეებს გავუზიარე ჩემი მტკიცე რწმენა, რომ PKK ოფიციალურად გამოცხადდეს ტერორისტულ ორგანიზაციად და მისი ყოფნა ერაყის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ესეც ჩვენი მეზობლობისა და ძმობის ფარგლებში ერთგვარი მოთხოვნაა“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ეგიდით, ერაყს, თურქეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივ მემორანდუმს „განვითარების გზის პროექტში“ თანამშრომლობის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები