აზიის ახალი „მილიარდერთა დედაქალაქი“ ინდოეთის ქალაქი მუმბაი გახდა

აზიის ახალი „მილიარდერთა დედაქალაქი“ ინდოეთის ქალაქი მუმბაი გახდა

2120550
აზიის ახალი „მილიარდერთა დედაქალაქი“ ინდოეთის ქალაქი მუმბაი გახდა

აზიის ახალი „მილიარდერთა დედაქალაქი“ ინდოეთის ქალაქი მუმბაი გახდა.

ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტზე დაყრდნობით Nikkei Asia პრესის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მუმბაიმ 92 მილიარდერით გაუსწრო ჩინეთის დედაქალაქ პეკინს და გახდა ქალაქი, სადაც აზიის კონტინენტზე ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

ანგარიშის მიხედვით, ნიუ-იორკში 119 მილიარდერია, ხოლო ლონდონში 97 მილიარდერი, მუმბაი კი მსოფლიოში მესამე ადგილზეა 92 მილიარდერით.

ინდოეთში სულ 271 მილიარდერია, მუმბაის ეკონომიკა კი 2023 წელს 7,5 პროცენტით გაიზარდა.

ჩინეთი 814 მილიარდერით სიის სათავეშია  და ეს რიცხვი 2022 წელთან შედარებით 155-ით შემცირდა.

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზეა 800 მილიარდერით.

აშშ-ს ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, 48 მილიარდი დოლარით სიის 30-ეულში შევიდა, "სერიოზული ზრდა" დაფიქსირდა ასევე Google-ის, Meta-სა და Microsoft-ის მფლობელების ქონებაში.

ტექნოლოგიურ სექტორში სიმდიდრის ზრდის გარდა, აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის ქონება 1,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ინდოეთი , #მუმბაი , #მილიარდერი

მსგავსი ინფორმაციები