თურქეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

თურქეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

2120023
თურქეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

თურქეთში უმუშევრობის დონე 2023 წელს წინა წელთან შედარებით 1 პუნქტით შემცირდა და 9,4 პროცენტი შეადგინა, რითაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TÜİK) 2023 წლის სამუშაო ძალის სტატისტიკა გააზიარა.

შესაბამისად, 15 და მეტი ასაკის უმუშევართა რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 318 ათასი ადამიანით შემცირდა და 3 მილიონ 264 ათას ადამიანს მიაღწია.

ასე, რომ უმუშევრობის დონე 1 პუნქტით შემცირდა და 9,4 პროცენტი შეადგინა.

თავის მხრივ, დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 880 ათასი ადამიანით გაიზარდა და 31 მილიონ 632 ათას ადამიანს მიაღწია, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 0,8 პუნქტით გაიზარდა და 48,3 პროცენტი შეადგინა.



მსგავსი ინფორმაციები