სტამბოლმა გასულ წელს რეკორდი მოხსნა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით

სტამბოლმა გასულ წელს რეკორდი მოხსნა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით

2101765
სტამბოლმა გასულ წელს რეკორდი მოხსნა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით

სტამბოლმა, ერთ-ერთმა ყველაზე მონახულებადმა ქალაქმა, გასულ წელს 17 მილიონ 370 ათას 30 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა და ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სტამბოლში ჩასული უცხოელების რაოდენობა 8,44 პროცენტით გაიზარდა.

გასულ წელს, სტამბოლს ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი რუსეთიდან, 1 მილიონ 990 ათას 226 ადამიანი ეწვია.

მეორე ადგილზე გერმანიაა 1 მილიონ 286 ათას 504 ადამიანით, მესამეზე ირანი 1 მილიონ 53 ათას 638 ადამიანით, მეოთხეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები 853 ათას 766 ადამიანით. აშშ-ს მოჰყვა ინგლისი 701 ათას 361 ადამიანით, საუდის არაბეთი 604 ათას 509 ადამიანით და საფრანგეთი 589 ათას 149 ადამიანით.



მსგავსი ინფორმაციები