სტამბოლი-ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და კვირას შესრულდება

2140328
სტამბოლი-ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

სლოვაკეთის დედაქალაქ, ბრატისლავადან სტამბოლის მიმართულებით პირველად პირდაპირი რეისი განხორციელდა.

თურქულმა ავიაკომპანიამ, Pegasus Airlines-მა 15 მაისიდან (15.05.2024) დაიწყო ახალი საერთაშორისო ფრენები სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ბრატისლავაში.

კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მარშრუტი Pegasus Airlines-ის მე-6 საერთაშორისო მარშრუტია, რომელიც 2024 წელს ამოქმედდა ხორვატიაში ზაგრების, ეგვიპტეში სფინქსის, ყაზახეთის აქტაუს, ბულგარეთის სოფიისა და მოლდოვის კიშინიოვის შემდეგ.

რეისები სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ბრატისლავას მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.



მსგავსი ინფორმაციები