მეჰმედ შიმშექი: “ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი ევროკავშირს ისევ მტკიცედ დავუკავშიროთ“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა: “ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი ევროკავშირს ისევ მტკიცედ დავუკავშიროთ“.

2071204
მეჰმედ შიმშექი: “ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი ევროკავშირს ისევ მტკიცედ დავუკავშიროთ“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა: “ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი ევროკავშირს ისევ მტკიცედ დავუკავშიროთ“.

მინისტრმა შიმშექმა სოციალურ ქსელში ინგლისურ ენაზე გაავრცელა პოსტი „ევროკავშირი-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების მდგომარეობის“ შესახებ ბოლო მოხსენებასთან დაკავშირებით.

შიმშექმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან ევროკომისიის აღნიშნულ ანგარიშს და რომ კომისიის და უმაღლესი წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული ზომები წამახალისებელ და პოზიტიურ მოვლენებზე მიუთითებს.

შიმშექმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-თურქეთის უმაღლესი დონის დიალოგის განახლებაზე განსაკუთრებით ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე, უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრების გაგრძელებაზე ასოცირების საბჭოსა და მინისტრთა დონეზე, ევროკავშირი-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზაციის მოლაპარაკებების ჩარჩოებში შეხვედრების განახლებაზე, ევროპის საინვესტიციო ბანკის მოწვევაზე, რომ განაახლოს თავისი საქმიანობა თურქეთში ყველა სექტორში, ევროკავშირში თურქი ბიზნესმენებისთვის, სტუდენტებისთვის, თურქეთის მოქალაქეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების შემსუბუქების მოწოდებებზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თურქეთი და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან" და თქვა: “ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი ევროკავშირს ისევ მტკიცედ დავუკავშიროთ“.



მსგავსი ინფორმაციები