ინგლისი მოლდოვას 10,5 მილიონი სტერლინგით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სუნაკმა გამოაცხადა მოლდოვის ახალი 10,5 მილიონი სტერლინგის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინელი ლტოლვილებისთვის

1994256
ინგლისი მოლდოვას 10,5 მილიონი სტერლინგით დაეხმარება

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სუნაკმა გამოაცხადა მოლდოვის ახალი 10,5 მილიონი სტერლინგის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინელი ლტოლვილებისთვის.

რიში სუნაკმა მოლდოვაში გააკეთა განცხადება ქვეყანაში ჩატარებულ შეხვედრებთან დაკავშირებით, სადაც ის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე დასასწრებად იმყოფებოდა.

„ტვიტერ“-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სუნაკმა თქვა: "როგორც ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოლდოვას ეწვია, მოხარული ვარ გამოვაცხადო მოლდოვის მხარდაჭერის პაკეტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვა მარტო არ არის“.

სუნაკმა გააზიარა მოლდოვისთვის გასაწევი დახმარების პაკეტის დეტალები პრემიერის ოფისის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტთან დაკავშირებულ განცხადებაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა, როგორც ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, არის სახელმწიფო, რომელიც მასპინძლობს ყველაზე მეტ მიგრანტს თავის მოსახლეობასთან შედარებით და თქვა: ”დაწყებული რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნიდან დნესტრისპირეთში გადატრიალების მცდელობამდე, რომელიც გამოვლინდა ამ წლის დასაწყისში, მოლდოვა არის მუდმივად რუსეთის აგრესიის ქვეშ“.

რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვას მარტში 10 მილიონი სტერლინგის დახმარება გაუწია ენერგეტიკის თაოსნობით ბევრ სექტორში რეფორმებისთვის და რომ 12,5 მილიონი სტერლინგი დახმარება გადაეცა ქვეყანას უკრაინელი ლტოლვილებისთვის  გაეროს ინსტიტუტების მეშვეობით.

სუნაკმა განაცხადა, რომ დღევანდელ პაკეტში 10,5 მილიონი სტერლინგი დახმარება იქნება და ამ ფარგლებში უკრაინელი ლტოლვილ ქალებსა და ბავშვებს გაუწევენ დახმარებას.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #მოდლოვა , #ინგლისი

მსგავსი ინფორმაციები