რამდენი ბარელი ნავთობი იწარმოება გაბარში დღიურად?

ფათიჰ დონმეზმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1935907
რამდენი ბარელი ნავთობი იწარმოება გაბარში დღიურად?
fatih donmez.jpg
gabar petrol rezervi.jpg

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ შირნაქში, გაბარის მთაზე აღმოჩენილ 7 ნავთობის ჭაბურღილში ყოველდღიურად 7800 ბარელი ნავთობი იწარმოება.

ფათიჰ დონმეზმა ამის შესახებ, თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO), Filyos-ის ბუნებრივი გაზის გადამამუშავებელი ობიექტის მონახულების აქ გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქარიის გაზის საბადოზე ამ დროისათვის 50-ზე მეტი გემი მუშაობს, მათ შორის საბურღი გემებიდან „ფათიჰი“, „კანუნი“ და „იავუზი“

მინისტრმა დონმეზმა, გაბარში აღმოჩენილი ნავთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ამჟამად 7 ჭაბურღილში დღიურად 7800 ბარელი ნავთობი იწარმოება. კიდევ ერთი საძიებო ბურღვა დაიწყება ძალიან ახლო რაიონში. ამ წუთებში, შესაბამის საბურღი აპარატი რეგიონში გადაადგილდება. თუ ამინდის პირობები ხელსაყრელი იქნება, მალე დავიწყებთ საბურღ სამუშაოებს. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში იქნება შესაბამისი შედეგი“.  



მსგავსი ინფორმაციები