მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ლიდერების გარეშე დაიწყო

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ლიდერების გარეშე დაიწყო

1933329
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ლიდერების გარეშე დაიწყო
dunya ekonomik forumu davos.jpg
dunya ekonomik forumu davos.jpg
dunya ekonomik forumu davos.jpg

შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 53-ე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დავოსის სამიტი. მიმდინარე წლის სამიტის თემა გახლავთ, „თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმს აერთიანებს 2700-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან 30 ქვეყნიდან, 50 არის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური. ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სამყაროს მრავალი წარმომადგენელი, 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ლიდერების გამოსვლები და სესიები კი სხვადასხვა სფეროში ხვალ დაიწყება.

სამიტზე, თურქეთის ოფიციალური მონაწილეობა არ იქნება. ფორუმში ლიდერების დონის მონაწილეობა არ იქნება ასევე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.

მეორეს მხრივ, კლიმატის აქტივისტებმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და კლიმატის ცვლილება გუშინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორუმი მხოლოდ ეკონომიკური მიზნებისთვის არის ორგანიზებული და კლიმატის ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე არ ზრუნავს.



მსგავსი ინფორმაციები