ლაიენი: "რუსეთს აქტივები უნდა ჩამოერთვას"

ევროკავშირი გეგმავს ომის გამო გაყინული რუსეთის 300 მილიარდი ევროს ცენტრალური ბანკის რეზერვების და რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული აქტივების ჩამორთმევას

1913096
ლაიენი: "რუსეთს აქტივები უნდა ჩამოერთვას"

ევროკავშირი გეგმავს ომის გამო გაყინული რუსეთის 300 მილიარდი ევროს ცენტრალური ბანკის რეზერვების და რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული აქტივების ჩამორთმევას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვიდეო გაავრცელა.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ „რუსეთმა ფინანსურად მიყენებული ზარალი უნდა გადაიხადოს“ და რომ უკრაინის ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს.

„რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აანაზღაურონ უკრაინისთვის მიყენებული ზიანი და გაიღონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები“. - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ აქვთ საშუალება რუსეთს ეს გადაახდევინონ, მათ დაბლოკეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების 300 მილიარდი ევრო და გაყინეს რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევრო.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია მოკლე ვადაში შევქმნათ სტრუქტურა, რომელიც ამ თანხებს მართავს და მის ინვესტირებას მოახდენს“. - განაცხადა ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სტრუქტურის შემოსავლები უკრაინისთვის და დაამატა: „როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული ყველა ზიანის კომპენსაციისთვის, რომელიც რუსეთმა  მიაყენა უკრაინას. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ იპოვონ სამართლებრივი გზები ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

მისივე თქმით, „რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“.



მსგავსი ინფორმაციები