ევროკავშირის კომისია უკრაინას დახმარების პაკეტს შესთავაზებს

ევროკავშირის კომისია უკრაინას შესთავაზებს დახმარების პაკეტს, რომელიც მომავალი წლისთვის თვეში 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს

1902896
ევროკავშირის კომისია უკრაინას დახმარების პაკეტს შესთავაზებს

ევროკავშირის კომისია უკრაინას შესთავაზებს დახმარების პაკეტს, რომელიც მომავალი წლისთვის თვეში 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნათქვამია ევროკომისიის წერილობით განცხადებაში.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის ამ კვირაში შესთავაზებს ზელენსკის 2023 წლის ფინანსურ პაკეტს, რომელიც თვეში 1,5 მილიარდი ევრო და ჯამში 18 მილიარდი ევრო იქნება.

მან მიანიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსური პაკეტი უნდა იყოს მხარდაჭერილი სხვა მსხვილი დონორების მსგავსი დახმარებით და რომ ევროკავშირი აგრძელებს ძალისხმევას განსაკუთრებით ზამთრის თვეებში უკრაინის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გასაგრძელებლად.

საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მსოფლიო მასშტაბით მიწოდების უზრუნველყოფის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში გაიმეორეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის მცდელობების სრული მხარდაჭერა.

მათ ასევე განიხილეს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და ირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერაზე რეაგირების საკითხი.



მსგავსი ინფორმაციები